04 დეკ - 02 იან
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
ტექნიკური ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):წარმოება/ოპერაციები
ტექნიკური ოპერირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას ტექნიკოსის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.
- სასურველია: განათლება, სპეციალობა-ტექნიკური;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
- სასურველია სისტემების სტანდარტების მიხედვით საკაბელო ინფრასტრუქტურის მოწყობის ცოდნა.
- საპროექტო ნახაზის გარჩევა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
- პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ავტომანქანის მართვის მოწმობა (კატეგორია B);
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრული და სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების გაყვანა და მონტაჟი,
- დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე) სისტემების ინსტალაცია.
- IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების მოწყობილობების და კაბელების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ინსტალაცია.
- IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების კაბელების ტერმინაცია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
- საჭიროებისამებრ სხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: კომბინირებული (ფიქსირებული + გამომუშავებით + საბონუსე სისტემა);
- ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო პაკეტი - საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
- სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, სადაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე იმუშავებს შუალედში 1 საათიანი დასვენების გათვალისწინებით, ხოლო შაბათ დღეს - 5 საათი; (პროექტის მიმდინარეობის შესაბამისად, შეიძლება სამუშაო განრიგი შეიცვალოს, თუმცა გარანტირებულად დაცული იქნება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში)
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7 (პროექტებიდან გამომდინარე სამუშაო ობიექტი ცვალებადია)
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.
დასაქმებულის უფლებები:
შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, თვენი CV გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@veziri.net, SUBJECT_ის ველში მიუთითეთ ტექნიკოსი დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.
წარმოება/ოპერაციები
ტექნიკური ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
