04 დეკ - 02 იან
სტანდარტი
სამზარეულოს მრეცხავ-დამლაგებელი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ჭურჭლის რეცხვა, ჰაუსქიფინგი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რესტორნები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება ჭურჭლის რეცხვა, ჰაუსქიფინგი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა რესტორნები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს მრეცხავ-დამლაგებლის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში.

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება სამზარეულოს დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ჭურჭლის გარეცხვა შესაბამისი ინსტრუქციით;
  • სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად;
  • სანიტარულ ჰიგიენური-ნორმების ცოდნა და დაცვა;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
  • კვებითი უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
  • ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში

კომპანიის შესახებ
  • ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჭურჭლის რეცხვა,
ჰაუსქიფინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები