03 დეკ - 02 იან
მიმტანი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება მაგიდის სერვისი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს კვების და სასმელების განყოფილებაში სტუმრების მომსახურების აგენტის პოზიციაზე.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview - ახალი, თანამედროვე და ელეგანტური სასტუმრო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ უმასპინძლა პირველ სტუმრებს და შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმართმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარდების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
  • მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუსებს
  • ორჯერად კვებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს
  • ღირსეულ სამუშაო პირობებს
  • სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
  • უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
  • ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას

რას ველით შენგან:
  • ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
  • პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
  • განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი.

ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com
მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები