03 დეკ - 01 იან
სტანდარტი
დამსაქმებლის ბრენდის განვითარების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
თანამშრომელთა მხარდაჭერის პროგრამები მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ბრენდის იდენტობის განვითარება - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
თანამშრომელთა მხარდაჭერის პროგრამები მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)ბრენდის იდენტობის განვითარება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,ქართული
PSP ფარმა, ლიდერი ფარმაცევტულ სფეროში, რომელიც 4000-ზე მეტ თანამშრომელითა და 350-ზე მეტი ფილიალში ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს მასპინძლობს, აძლიერებს ადამიანური კაპიტალის გუნდს. თუ გიზიდავთ სიახლეები, მოგწონთ დინამიური გარემო, კრეატიულ აზროვნებას ანიჭებთ უპირატესობას და გამოწვევების გადალახვა თქვენი ძლიერი მხარეა, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
PSP ფარმა აცხადებს ვაკანსიას: დამსაქმებლის ბრენდის განვითარების სპეციალისტი
PSP ფარმა აცხადებს ვაკანსიას: დამსაქმებლის ბრენდის განვითარების სპეციალისტი
დეპარტემენტი: ადამიანური კაპიტალის მართვის
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
ვის ვეძებთ:
ვეძებთ აქტიურ, პოზიტიურ, გუნდურ მოთამაშეს რომელსაც აქვს ანალიტიკის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები. ძალიან გვჭირდება პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც აზროვნებს ინოვაციურად, მზადაა მუდმივი გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის.
ასევე გვჭირდება რომ შენ გქონდეს:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის, HR ან დაკავშირებულ სფეროში
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Employer Branding‑ში, შიდა კომუნიკაციებში, PR‑ში ან კონტენტ მენეჯმენტში
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
- კრეატიულობა, იდეების გენერირების უნარი და ვიზუალურ კონტენტთან მუშაობის გამოცდილება
- დიზაინერულ და საოფიზე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - (მაგალითად: Canva/Figma/Photoshop/CapCut/სხვა.), საოფისე - MS Office.
რა დაგევალება:
- დამსაქმებლის ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება PSP-ის ღირებულებებისა და HR მიზნების შესაბამისად
- დამსაქმებლის ბრენდის ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება, შედეგების გაზომვა/მონიტორინგი/კორექტირება
- სოციალური მედიის კამპანიების და კონტენტის მართვა, PSP-ს კორპორაციული კულტურისა და კარიერული შესაძლებლობების წარმოსაჩენად;
- სასწავლო დაწესებულებებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და გარე პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება, ტალანტების სტაბილური ნაკადის უზრუნველსაყოფად;
- კომპანიის წარმომადგენლობა საკარიერო გამოფენებზე, ბრენდინგ ღონისძიებებზე და პროფესიულ ქსელურ აქტივობებზე.
- თანამშრომელთა ღონისძიებების ორგანიზება;
- შიდა საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- შიდა საკომუნიკაციო არხების მართვა და მუდმივი კონტენტის უზრუნველყოფა;
- უკუკავშირის შეგროვება და შიდა კომუნიკაციის ხარისხის მონიტორინგი
რას გთავაზობთ
- შესაძლებლობას იმუშაოთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, მზარდ ქართულ ბრენდთან
- როლს, სადაც თქვენს იდეებს პირდაპირი გავლენა აქვს კულტურაზე, კომპანიის იმიჯსა და თანამშრომელთა განწყობაზე.
როგორ უნდა შეგვეხმიანო
გთხოვთ CV და (არსებობის შემთხვევაში) პორტფოლიო გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@psp.ge, არ დაგავიწყდეს სათაურის მითითება: Employer Branding Specialist
ადამიანური რესურსები
თანამშრომელთა მხარდაჭერის პროგრამები
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდის იდენტობის განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები
