01 დეკ - 30 დეკ
შესყიდვების სტაჟიორი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ნაბეღლავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები ERP ინტეგრაცია
    ბუღალტერია / ფინანსები 1C
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება
  • ენები: ინგლისური
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სს „წყალი მარგებელი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სტაჟიორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა: მონაცემების შეგროვება, ფასების შედარება, წინასწარი კვლევა;
  • არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაციაში მხარდაჭერა, საჭიროებისამებრ შეკვეთების სტატუსის გადამოწმება, საჭირო ინფორმაციის მოწოდება/შემოწმება;
  • ახალი მომწოდებლების მოძიების პროცესში ჩართულობა;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მონიტორინგში ჩართულობა და დადგენილი წესის მიხედვით მათი დაარქივება;
  • ERP სისტემაში შესაბამისი მონაცემების ასახვის/დამუშავების პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია არასრული უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები