შემდეგი
28 ნოე - 27 დეკ
სპეციალური პედაგოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: dcfs.georgia@gmail.com
ტელეფონი: +995 599 155 744
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 700
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
ა(ა)იპ „ბავშვი , ოჯახი , საზოგადოება“ დაფუძნდა 1995 წელს, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მშობელების და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქრთველოში. ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დამოკუდებლი ცხოვრების ხელშეწყობა, სხვადასხვა პროგრამების და პროექტების განხორციელების საშუალებით.
ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრის სერვისი. დღის ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10 – 16.30 სთ-მდე.
დღის ცენტრის მოსახურების პროგრმა გულისხმობს: შშმ ბენეფიციარების ტრანსპორტირებას სახლიდან ცენტრამდე და უკან, მაქსიმუმ 6 საათიან და მინიმუმ 3 საათიან მომსახურებას ცენტრში, კვების ორგანიზებას, უსაფრთხო გარემოს შექმნას და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას ბენეფიცართა უნარების გასამჯობესებლად.
ა(ა)იპ „ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის 18 წლის ზევით ჯგუფში სპეციალური პედაგოგის ვაკანტურ ადგილის დასაკავებლად.
ბენეფიციარები: 18-დან 45 წლამდე და 45 წლის ზემოთ ასაკის პირები.
ანაზღაურება: 700 ლარი
პედაგოგის ძირითადი ფუნქცია მოვალეობებია:
- დღის ცენტრის სტანდარტ დაცვა;
- იზრუნოს ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე.
- იმუშაოს ბენეფიციართა ფუნქციური და თვითმოვლის უნარების გაუმჯობესებაზე;
- იზრუნოს ბენეფიციართა აკადემიური უნარების განვითარებაზე;
- იზრუნოს და იმუშაოს ბენეფიციარების კოგნიტურ, მოტორულ და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე;
- მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციართა კოგნიტური, აკადემიური და ფუნქციური უნარების შეაფასებაში;
- შეძლოს ბენეფიციართა ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენა- განხორციელება ფსიქოლოგის შეფასების საფუძველზე;
- მონაწილეობა მიიღოს ცენტრში ან მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზებასა და განხორციელებაში (ექსკურსია, სხვადასხვა თემატური ზეიმები:საახალწლო, საშემოდგომო, სააღდგომო და ა.შ);
- წინასწარ დაგეგმოს და შეათანხმოს ყოველკვირეული პროგრამული აქტივობები;
- შეიმუშაოს და წარადგინოს სემესტრული მუშაობის გეგმა (სილაბუსი);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლების დიპლომი ფსიქოლოგიაში, სპეციალურ პედაგოგიკაში, საქთნო საქმე, მასწავლებლის დამხმარე ან სხვა მომიჯნავე სპეციალობებეში;
- სასურველია შშმ პირებთან მუშაობის/პრაქტიკის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Word, exel, Power Point, Outlook.)
- ენები : ქართული წერითი და საუბრის უნარები კარგი, რუსული, ინგლისური (სასურველია)
პიროვნული მახასიათებლები
- კეთილსინდისიერი, გულისხმიერი;
- ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
- ურთიერთობების დამყარების და გუნდური მუშაობის უნარი;ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
- მოტივირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დაწყებული საქმის ბოლომდე შესრულების უნარი;
შერჩევის კრიტერიუმები:
- საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
- სამუშაო გამოცდილება;
- მოტივაცია;
- პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად;
- ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
- გასაუბრება
განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
რეზიუმე CV
სამოტივაციო წერილი
დამატებითი ინფორმაცია: შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარედებათ საორიენტაციო შეხვედრა და მცირე ტრენინგი დღის ცენტრის სტანდარტების, ინდივიდუალური გეგმების და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე;
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 10.12..2025
საკონტაქტო +995 599 155 744
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com “subject” ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება „სპეციალური პედაგოგი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები