28 ნოე - 27 დეკ
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის პედიატრი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო პედიატრია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო პედიატრია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის პედიატრი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა

ძირითადი ფუნქციები:
  • ბავშვთა გადაუდებელი მდგომარეობების შეფასება და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა;
  • პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
  • გადაუდებელი ჩარევების ჩატარება კლინიკის სტანდარტების შესაბამისად;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მოქმედი ლიცენზია, რომელიც უფლებას აძლევს მუშაობას გადაუდებელ მედიცინის დეპარტამენტში;
  • სამუშაო გამოცდილება ბავშვთა გადაუდებელ ან პედიატრიულ განყოფილებაში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:ცვლებში, შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: hr@hgh.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
სამედიცინო
პედიატრია
ნახვები
უნიკალური ნახვები