27 ნოე - 26 დეკ
სტანდარტი
დამლაგებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დასუფთავება დალაგება/დასუფთავება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ზუგდიდის ფილიალში ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.

სამუშაოს მოკლე აღწერა:
კლინიკის ტერიტორიის დასუფთავება (საერთო სივრცის, პერსონალის სამუშაო ადგილების, სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება);
სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა;

კვალიფიკაცია:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სხვა უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-17:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, ზ.გამსახურდიას ქ. N 36

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge 2025 წლის 27 დეკემბრამდე.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და
თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის
მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება
განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება
ნახვები
უნიკალური ნახვები