24 ნოე - 09 დეკ
სტარტი
ჰელფ დესკის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო უნივერსალური საბანკო მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
“ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას “ჰელფ დესკის სპეციალისტის“ პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:
  • ოფისში ტექნიკური მოთხოვნების მიღება სატელეფონო, ელ-ფოსტის ან ტიქეთინგ სისტემის საშუალებით;
  • პროგრამულ და აპარატურულ პრობლემებთან დაკავშირებული პირველადი დიაგნოსტიკა და სწრაფი გადაწყვეტა;
  • ოპერაციული სისტემების (Windows) ძირითადი პრობლემების განხილვა და შეფერხებების აღმოფხვრა;
  • ოფისის პროგრამების (Microsoft Office/365, Google და სხვ.) მხარდაჭერა;
  • ქსელური კავშირების (Wi-Fi /VPN) პრობლემების იდენტიფიკაცია და პირველადი troubleshooting;
  • ტექნიკური ინციდენტების და სერვისების მოთხოვნების რეგისტრაცია, მონიტორინგი და დროული დახურვა ტიქეთინგ სისტემაში;
  • კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, მონიტორი და ა.შ.) კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
  • ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშების შექმნა, წვდომების მინიჭება და სისტემაში ჩასმა;
  • IT ინფრასტრუქტურის საბაზისო ზედამხედველობა და პრობლემების სწრაფი ესკალაცია შესაბამის გუნდთან;
  • უსაფრთხოების პოლიტიკების დაცვა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების კონსულტაცია.
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში (შესაძლოა იყოს დამამთავრებელი კურსების სტუდენტი);
  • კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ლოკალური ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები