24 ნოე - 15 დეკ
სტანდარტი
წარმოების ოპერატორი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა აღრიცხვა წარმოება/ოპერაციები ხაზის ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა აღრიცხვა
    წარმოება/ოპერაციები ხაზის ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
აგრო რითეილი აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
  • მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ზედნადების ან შესყიდვის აქტის საფუძველზე წარმოებაში მიღებული ნედლეულის შეძენა;
  • საწყობიდან მიწოდებული ნედლეულის დოკუმენტების სისწორის კონტროლი;
  • წარმოებული პროდუქციის აღრიცხვის აქტების გამოთხოვა საწარმოებიდან;
  • აქტების სისწორის გადამოწმება;
  • წარმოების აღრიცხვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეპორტის წარმოება;
  • გასწორებული აქტების საფუძველზე პროგრამული წარმოება;
  • დამკიცებულ კალკულაციებზე ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;
  • კალკულაციების ცვლილების შესახებ წარმოების ბუღალტერისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • არასტანდარტული წარმოების აქტების კონტროლი/დაარქივება;
  • ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი სხვა რეპორტებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება,
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მენეჯმენტიი;
  • საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა
წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები