19 ნოე - დღეს
დიასახლისი
თბილისი, გლდანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დასუფთავება დალაგება/დასუფთავება
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული ფილანტროპია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    დასუფთავება დალაგება/დასუფთავება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    არაკომერციული ფილანტროპია
  • ენები: ქართული
World Vision საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში დიასახლისის პოზიციაზე

გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
პოზიციის სახელწოდება: WVG- Housekeeper
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანის ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: ორი დღე მორიგეობა, ორი დღე დასვენება.
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს.
დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24–საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.
დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.

პოზიციის მიზანი: დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრში სისუფთავის უზრუნველყოფა შესაბამისი სანიტარული, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დღის ცენტრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოვალეობები:
  • უზრუნველყოს ცენტრის ტერიტორიის სისუფთავე;
  • დაიცვას სანიტარული ნორმები, ასევე უსაფრთხოების ნორმები შენობის დალაგების პროცესში;
  • უზრუნველყოს ჰიგიენის საშუალებების გონივრული განკარგვა და შენახვა შესაბამის ადგილას;
  • აქტიურად ითანამშრომლოს ცენტრის თანამშრომლებთან და კოორდინატორ-ლიდერთან;
  • კონფიდენცილურად დაიცვას ნებისმიერი ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში იზრუნოს ბავშვების კეთილდღეობაზე;
  • დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფარის შიგანანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით შეასრულოს სხვა დავალებები მისი პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • ანალოგიური სამუშაო გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პოზიტიური და კონსტრუქციული მიდგომა კომუნიკაციისას (განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება WVG – Housekeeper მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 3 დეკემბერი
გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.
ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსული დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ;
ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: Recruitment_Georgia@wvi.org
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“კანონის შესაბამისად.
„World Vision საქართველოს“მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
„World Vision საქართველო“არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება
ნახვები
უნიკალური ნახვები