შემდეგი
18 ნოე - 17 დეკ
საპროცედურო ექთანი
თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mhpa.ge
ტელეფონი:
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საპროცედურო ექთნების პოზიციაზე
მოვალეობები :
- საპროცედურო ექთნის თანამდებობაზე მიიღება პირი საშუალო სამედიცინო განათლებით, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადების კურსები;
- საპროცედურო ექთანი მიიღება და დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი წესის მიხედვით;
- საპროცედურო ექთანი უშუალოდ ექვემდებარება განყოფილების უფროსს და განყოფილების უფროს ექთანს მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- საპროცედური ექთანი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტებით, ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებებით და განკარგულებებით, ცენტრის შინაგანაწესით და ამ თანამდებორივი ინსტრუქციით.
- საპროცედურო ექთანი ასრულებს ექიმის მიერ დანიშნულ პროცედურებს, რომელთა შესრულებაც ნებადართულია საშუალო სამედიცინო პერსონალისათვის;
- საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ექიმს მანიპულაციების ჩატარებაში;
- აწარმოებს ვენიდან სისხლის აღებას ბიოქიმიური, სეროლოგიური და სხვა გამოკვლევებისათვის;
- აწარმოებს პაციენტის ფიზიკალური მონაცემების შეგროვებას და აღრიცხვას შესაბამის ფორმაში;
- საპროცედურო კაბინეტი მკაცრად იცავს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესებს;
- პოსტინექციური და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად მკაცრად იცავს ყველა დადგენილ ინსტრუქციას;
- დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს განყოფილების უფროსი ექთნისაგან ინსტრუმენტების, მოწყობილობების, მედიკამენტების, ერთჯერადი შპრიცების, სტერილური და შესახვევი მასალის დროულად მიღებას და შენახვას;
- დადგენილი წესით აწარმოებს კაბინეტის აუცილებელ სააღრიცხვო დოკუმენტაციას;
- უზრუნველყოფს საპროცედურო კაბინეტის სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს;
- ვალდებულია სპეციალურ ჟურნალში გაატაროს მოცემული მედიკამენტები, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ხარჯვა, ანალიზის პასუხები;
- ასრულებს ექიმის ყველა დანიშნულებას: მედიკამენტების დარიგება, ინექციები, გადასხმები, სხვა და სხვა ანალიზისათვის სისხლის აღება და სხვ.
- ახორციელებს პაციენტთა დროული გამოკვლევის ორგანიზებას ლაბორატორიებში, დიაგნოსტიკურ კაბინეტებში და კონსულტანტებთან, აგზავნის მასალებს კლინიკური ანალიზისათვის შესაბამის ლაბორატორიებში;
- ვალდებულია გაიაროს სწავლების კურსები პროფესიული მომზადებისთვის ან/და პროფესიული კვალიფიკაციკაბინის ასამაღლებლად.
უფლებები
საპროცედურო ექთანს უფლება აქვს:
საპროცედურო ექთანს უფლება აქვს:
- მონაწილეობა მიიღოს თათბირებსა და კრებებზე, სადაც იხილება საკითხი საპროცედურო კაბინეტის მუშაობის შესახებ;
- მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია თავისი ფუქნციონალური მოვალეობების შესრულებაზე;
- საპროცედურო კაბინეტში მუშაობისას სტაციონარის პერსონალისაგან მოითხოვოს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვა;
პასუხისმგებლობა
- პასუხისმგებელია თანამდებობრივი ინსტრუქციით, შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით გათვალიწინებული მოვალეობების ზუსტ, დროულ და ჯეროვან შესრულებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mhpa.ge
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები