შემდეგი
18 ნოე - 17 დეკ
მორიგე ექიმი/ ფსიქიატრია
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mhpa.ge
ტელეფონი:
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ნარკოლოგია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმის პოზიციაზე, ფსიქიატრიის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფსიქიატრიაში:
შესასრულებელი სამუშაოები:
შესასრულებელი სამუშაოები:
- საექთნო მომსახურება, მოვლა და მეთვალყურეობა განყოფილებაში მოთავსებული ავადმყოფების;
- ექიმის დანიშნულების სათანადოდ შესრულება; დანიშნულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიზეზის მიუხედავად, დაუყონებლივ აცნობოს მორიგე ექიმს, მკურნალ ექიმს; სიმპტომური საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ექიმის მითითებით ახდენს პაციენტისთვის მედიკამენტის მიწოდებას.
- საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მითითებით კოორდინაციას უწევს სხვა ექიმი- სპეცილისტების კონსულტაციას და ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
- თვალყური ადევნოს ავადმყოფების ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, ძილს, ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მკურნალ ექიმს ან მორიგე ექიმს;
- პაციენტის მდგომარეობის გაურესების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს მკურნალ ექიმს, მისი არყოფნის შემთხვევაში კი მორიგე ექიმს;
- მონაწილება მიიღოს განყოფილების უფროსის და ექიმის შემოვლაში. მოახსენოს ექიმს პაციენტის მდგომარეობის შესახებ კომპეტენციის ფარგლებში. გააკეთოს ჩანაწერი დანიშნულ მკურნალობაზე;
- განახორციელოს ყველა პაციენტზე სხეულის ტემპერატურის, არტერიული წნევის, პულსის, სუნთქვის სიხშირის გაზომვა ყოველღიურად არანაკლებ დღეში 1-ჯერ და საჭიროებისამებრ. მონაცემები შეიტანოს ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელში; სომატური დაავადებების და/ან სიმპტომების, ჩივილების, პაციენტის ფიზიკური შეზღუდვის შემთხვევაში განახორციელოს ზემოაღნიშნული ფიზიკალური მონაცემების მონიტორინგი ექიმის მითითებით და/ან საჭიროებიდან გამომდინარე დადგენილი წესის მიხედვით;
- ინფექციური დაავადების აღმოჩენის ან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს
- მკურნალ ექიმსა და ეპიდემიოლოგს. მისივე მითითებით მოახდინოს ავადმყოფის იზოლირება;
- უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში პაციენტების სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურება (დაბანა, კვება, სითხის მიღებაში დახმარება და ა.შ);
- მიიღოს და განათავსოს პაციენტები პალატაში, შეამოწმოს მიღებული პაციენტის სანიტარული დამუშავების ხარისხი;
- მონაწილეობა მიიღოს პაციენტებისათვის გადაცემული ამანათის შემოწმებაში აკრძალული საგნების, მედიკამენტების, საკვებისა და ალკოჰოლური სითხის არ დაშვების მიზნით;
- თვალყური ადევნოს პალატების სანიტარულ მდგომარეობას, აგრეთვე პაციენტების პირად ჰიგიენას (კანის, თმის და ფრჩხილების მოვლა), ჰიგიენური აბაზანის დროულ მიღებას, თეთრეულის შეცვლას;
- იზრუნოს პაციენტების მოვლისა და მკურნალობის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად;
- ავადმყოფის მდგომარეობის შეცვლის, სასწრაფო ჩარევის საჭიროების შემთხვევაში აცნობოს მკურნალ ექიმს, მისი არ ყოფნის შემთხვევაში მორიგე ექიმს, აღმოუჩინოს სასწრაფო ექიმამდელი გადაუდებელი დახმარება;
- თვალყური ადევნოს პაციენტების კვებას, პაციენტის მხრიდან კვებაზე უარის თქმის შემთხვევაში აცნობოს მკურნალ ექიმს ან მორიგე ექიმს;
- უზრუნველყოს ავადმყოფებისათვის მიცემული წამლების მისი თანდასწრებით მიღება;
- შეასრულოს მკურნალი ექიმისა და მორიგე ექიმის მითითებები;
- მონაწილეობა მიიღოს ავადმყოფის შეზღუდვაში ექიმის მეთვალყურეობით.
- ითანამშრომლოს კლინიკის სოციალურ მუშაკთან პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე;
- უზრუნველყოს ინფექციური კონტროლის ღონისძიებების გატარება, უფროსი ექთნისა და ეპიდემიოლოგის მითითებების შესრულება, მანიპულაციის ჩატარების დროს გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მოახდინოს ნარჩენების შეგროვება და სეპარაცია დადგენილი წესით.
- განყოფილებაში ინფრასტრუქტურის დაზიანების, ტექნიკური გაუმართაობის (სანტექნიკა, ელ-გაყვანილობა, ინვენტარი) შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება უფროსი ექთნისათვის, მორიგე ექიმისთვის, განყოფილების უფროსისთვის.
- აწარმოოს საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტაცია, სააღრიცხვო დოკუმენტაცია კომპეტენციის ფარგლებში;
- შეასრულოს განყოფილების უფროსის, ექიმი ფსიქიატრის, მორიგე ექიმი ფსიქიატრის, უფროსი ექთნის მითითებები.
- მონაწილეობს კონფერენციებში, ტრენინგებში, სწავლებებში, სამუშაოს გაუმჯობესებისთვის, სიახლეების დანერგვისთვის საჭირო აქტივობებში.
პასუხისმგებლობა:
- პასუხისმგებლობა ეკისრება წინამდებარე სამუშაო აღწერილობის მუხლი 5-ში მითითებული სამუშაოების შესრულებაზე.
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ საქმიანობაზე.
- ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ორგანიზაციული ბრძანებით გათვალისწინებულ დავალებებზე და წესების შესრულებაზე.
- ანგარიშვალდებულია ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.
კვალიფიკაცია, ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები:
- პროფესიული განათლება, პრაქტიკოსი ექთანი, საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება.
- სასურველია ექთნად მუშაობის გამოცდილება.
მორიგეობა 24 საათიანია ყოველ მეოთხე დღეს.
ანაზღაურება განისაზღვრება ცენტრში მოქმედი ტარიფით
ანაზღაურება განისაზღვრება ცენტრში მოქმედი ტარიფით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mhpa.ge
სამედიცინო
ნარკოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები