18 ნოე - 18 დეკ
ექიმი ფსიქიატრი
თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფსიქიატრია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ექიმი ფსიქიატრის პოზიციაზე

ექიმი ფსიქიატრის მიღება-გათავისუფლების წესი.
ექიმი ფსიქიატრის თანამდებობაზე მიიღება პირი, რომელსაც აქვს ფსიქიატრიის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა და ფსიქიატრად მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წელი. ექიმი ფსიქიატრი მიიღება და დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ, დადგენილი წესის მიხედვით; ექიმი ფსიქიატრი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური დირექტორის მოადგილეს ფსიქიატრიული მიმართულებით. ექიმი ფსიქიატრი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას ხელმძღვანელობს ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებებით და განკარგულებებით, ცენტრის შინაგანაწესით და ამ თანამდებობრივი ინსტრუქციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით და სხვა დარგობრივი ნორმატიული აქტებით.

ექიმი ფსიქიატრის მოვალეობები:
  • ნარკოლოგიური ამბულატორიული მიმართულებით ექიმი ფსიქიატრი: ვალდებულია მიიღოს ერთჯერად სამედიცინო შემოწმებაზე პირი, შეაფასოს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიყვანოს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში ინფორმაცია, გაეცნოს და გაითვალისწინოს ამ სისტემაში პირის შესახებ მონაცემები, დააფიქსიროს ერთჯერადი ფსიქიატრიული შემოწმების შედეგი ელექტრონულად.
  • რთული შემთხვევების დროს უფლებამოსილია მოიწვიოს კონსილიუმი ექიმი სპეციალისტების ჩართულობით, ასევე, გადაამისამართოს პირი ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩასატარებლად, ფსიქიატრიულ სტაციონარში, ფსიქიატრიულ ამბულატორიულ განყოფილებაში.
  • პასუხისმგებელი პირია სამუშაო საათებში მომხდარ ყველა რთულ შემთხვევასთან დაკავშირებით აცნობოს განყოფილების უფროსს. მიიღოს მონაწილეობას სხვა ექიმი სპეციალისტების მიერ მოწვეულ კონსილიუმში.

ექიმი ფსიქიატრის პასუხისმგებლობა: ექიმი ფსიქიატრი პასუხისმგებელია თანამდებობრივი ინსტრუქციით, შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით და სხვა დარგობრივი ნორმატიული აქტებით

გათვალისწინებული მოვალეობის ზუსტ, დროულ და ჯეროვან შესრულებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mhpa.ge
სამედიცინო
ფსიქიატრია
ნახვები
უნიკალური ნახვები