18 ნოე - 17 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შესყიდვები
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
Cenomi Retail 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
კომპანია Cenomi Retail Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70, სითი თაუერი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ფუნქცია-მოვალეობები:
შეკვეთების პროცესის ადმინისტრირება:
- შეკვეთების დოკუმენტების ფორმების შევსება და შესაბამის სისტემაში/დოკუმენტურ ბაზაში ატვირთვა;
- შეკვეთების დოკუმენტების შესყიდვების მენეჯერთან გადამოწმება და დამტკიცება;
- დამტკიცებული შეკვეთების დოკუმენტების შესაბამის მომწოდებლებთან გაგზავნა.
მონიტორინგი და დოკუმენტაცია:
- მიწოდების ვადების, დადასტურებებისა და ინვოისების კონტროლი;
- რეგულარული კომუნიკაცია მომწოდებლებთან მიწოდების სტატუსის შესახებ;
- ყველა მიმდინარე შეკვეთების დოკუმენტების სტატუსის განახლება შესაბამის ციფრულ სისტემაში/ცხრილში;
- შესყიდვების მენეჯერის მითითებით ხელშეკრულებების შაბლონების ტექნიკური შევსება და მომწოდებელთან შეთანხმებული ვერსიის მომზადებაში დახმარება;
- ხელშეკრულებების გადაგზავნა, ხელმოწერილი ვერსიების მიღება და ელექტრონულ ბაზაში ატვირთვა/დასისტემება;
- ხელშეკრულების ვადების კონტროლი და მენეჯერის ინფორმირება განახლებების საჭიროებისას.
თანამშრომლობა და ანგარიშგება:
- შესყიდვების მენეჯერის ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადებაში მხარდაჭერა;
- შესყიდვების პროცესში ჩართულ დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და მოთხოვნების გადამოწმება;
- კრიტიკული შემთხვევების მენეჯერის დროული ინფორმირება (მაგ. ვადაგადაცილება, არასწორი მიწოდება, ხარისხობრივი წუნი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში დამწყებ ან ბუღალტერ ოპერატორის პოზიციაზე
- MS Excel-ისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
- დოკუმენტაციის მოწესრიგებული მართვის უნარი
- ყურადღება დეტალების მიმართ
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დამოუკიდებლად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი
- კვების დაფინანსება
- Oktopus Fitness დარბაზის თანადაფინანასება
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობები
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/VOJWkbRb
შესყიდვები
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
