შემდეგი
17 ნოე - 16 დეკ
ადვოკატის თანაშემწე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: machavarianilawoffice@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: იურიდიული
იურიდიული მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 - 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):იურიდიული
იურიდიული მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი
- დოკუმენტების მომზადება (სარჩელები, შუამდგომლობები, განცხადებები, ადმინისტრაციული საჩივრები და სხვ.)
- კლიენტებთან შეხვედრები, საქმეების სტრატეგიის შემუშავება და მხარდაჭერა
- კონტრაქტების მომზადება, შესწავლა და შეთანხმება
- სხვადასხვა სამართლებრივი პროექტების სტატუსის მონიტორინგი, ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
- სხვა სამართლებრივ მოვალეობათა შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრატურაზე სწავლა ან მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად)
- იურიდიულ სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
- სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდილება (აუცილებელია)
- სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი)
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან საერთო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი (აქსისის ბიზნეს-ცენტრი)
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სახელფასო განაკვეთი: 1800-2000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: machavarianilawoffice@gmail.com
სათაურში მიუთითეთ: ვაკანსიის დასახელება
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები