14 ნოე - 13 დეკ
ვიპ
აპარტ-სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@stepsbatumi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
STEPS Batumi Hotel & Suites" - ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმარები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს და ტერასას, მიწისქვეშა პარკინგს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას აპარტ-სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი 5/2
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიის მიხედვით რეალიზაციის გეგმის შესრულება, გაყიდვების ახალი შესაძლებლობების აქტიური მოძიება;
- არსებული და პოტენციური კლიენტების ქსელის განვითარება, საკონტაქტო პირების ბაზის მუდმივად განახლება;
- კორპორატიული, ჯგუფური და ინდივიდუალური სეგმენტის მოსაზიდად აქტიური მუშაობა, მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, მედიაცია, ხელშეკრულებების გაფორმება; ფასების შეთანხმება და მხარეებს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი;
- OTA პლატფორმებზე სწორი საფასო პოლიტიკის წარმოება, კონკურენტების ანალიზი, აპარტ-სასტუმროს შეფასებების ანალიზი;
- ბაზრის ტენდენციების მოკვლევა, კონკურენტის პროდუქტის, ფასისა და ყველა სეზონზე მომხმარებლის მოთხოვნების ცოდნა და კონკურენტული აქტივობების წარმართვა;
- ღონისძიების მაძიებლების პაკეტების დამუშავება, შეთავაზება;
- GDS (Global Distribution System) და დაჯავშნის კომპანიებთან თანამშრომლობა;
- აპარტ-სასტუმროს სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებზე წარმოჩენა;
- სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების ჯავშნის მიღების, განთავსებისა და სხვა სერვისების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება აპარტ-სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების შეგროვება,დამუშავებაზე, შენახვაზე დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. დასაქმების პროცესი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 დეკემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
