17 მაი - დღეს
სტანდარტი
იმპორტის მენეჯერი
თბილისი, აეროპორტის გზატ.
  • ნახევარი განაკვეთი
  • 800 + ბონუსი 900
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ბოქსეტ ჯორჯია არის საერთაშორისო ლოგისტიკური ჯგუფის წევრი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ამანათების ტრანსპორტირებას, საქართველოდან მთელი მსოფლიოს მიმართულებით, სასაწყობე სერვისებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ტვირთების საერთაშორისო ლოგისტიკას.
ვეძებთ ჩვენს მზარდ გუნდში, ახალ წევრებს, ერთობლივი ზრდისა და განვითარებისათვის.


ბოქსეტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: იმპორტის მენეჯერი თბილისში

სამუშაო განაკვეთი:

  • ნახევარი განაკვეთი - სამუშაო დღეების რაოდენობა დამოკიდებულია ჩამოსული ამანათების რეისების რაოდენობაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ამანათების მიღება და გაფორმება აეროპორტში
  • ამანათების მიღება ბოქსეტის სისტემაში და დასაწყობება

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება


კომპეტენციები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი


ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.


შერჩევის ეტაპები:

  • გასაუბრება

ანაზღაურება:ფიქსირებული ხელფასი - 800 ლარი, ბონუსი - 600-900 ლარი.


დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: s.chkhikvadze@boxette.ge

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
ნახვები 183
უნიკალური ნახვები 183