07 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
იურისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@baraka.ge
აგრო კომპანია „ბარაქა“, რომელიც ოპერირებს საქართველოში 5 წელზე მეტი და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ვეძებთ ახალ თანამშრომელს იურისტის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება. https://www.facebook.com/Baraka.Georgia გვიხილეთ ფეისბუქზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ვეძებთ ახალ თანამშრომელს იურისტის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება. https://www.facebook.com/Baraka.Georgia გვიხილეთ ფეისბუქზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სახელშეკრულებო სტანდარტებისა (დრაფტების) და სამართლებრივი პროცედურების/ინსტრუქციების შემუშავება;
- კომპანიის სადამფუძნებლო/კორპორაციული დოკუმენტების შემუშავება, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა/წარმომადგენლობა მათი რეგისტრაციის მიზნით;
- საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი და მისი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა სახელშეკრულებო ურთიერთობებში/მოლაპარაკებებში;
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა (მათ შორის შრომით-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხებზე);
- დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით);
- კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
- ხელშეკრულებებზე და სხვა იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპანიის იურიდიულ პროცესების, პროცედურებისა და სტანდარტების დახვეწაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
- ინგლისურ ენაზე იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსულ ენაზე იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები / უნარები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- ბიზნესის ამოცანებზე ორიენტირებულობა;
- განვითარებისკენ სწრაფვა;
- გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, ანაზღაურებას- შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 13, სპორტის სასახლის მომდებარე ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთCVფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,იურისტი,,
გისურვებთ წარმატებებს!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 279
უნიკალური ნახვები 261