შემდეგი
07 მაი - 06 ივნ
დამწყები მზარეული
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@cityhotels.ge
სასტუმროების ქსელი "City hotels" აცხადებს ვაკანსიას დამწყები მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ. სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)
სამუშაო გრაფიკი - ცვლებში (06:00-15:00; 14:00-22:00)
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
- პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად);
მოვალეობები:
- სამზარეულოს სივრცის მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
- საუზმის მომზადება ზედმიწევნითი სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
- სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მზად ყოფნა სტუმრის მისაღებად;
- თანამშრომლებისთვის კვების მომზადება და სამუშაო სივრცის დასუფთავება;
- სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
- დღის განმავლობაში, სტუმრებისა და თანამშრომლების კვებაზე გახარჯული პროდუქტების აღრიცხვა-ჩამოწერა და კვების დეპარტამენტის მენეჯერისთვის წერილობითი ანგარიშის წარმოება;
- მეორე დღის მარაგისა და მიზანპლასის მომზადება, მოწესრიგება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
- უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- ენერგიულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე - cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეულის თანაშემწე
ნახვები 87
უნიკალური ნახვები 73