07 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
მოლარე რეგისტრატორი
თბილისი, საბურთალო, მარიჯანის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 900
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კლინიკა ნიუმედი აცხადებს ვაკანსიას მოლარე რეგისტრატორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
  • მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
  • მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, მარიჯანის N 4 ( ვაჟა -ფშაველას ძეგლთან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე: info@newmed.ge
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 154
უნიკალური ნახვები 147