07 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
ბაზისური კურსი- ანტროპოსოფიულად ორიენტირებულ ადამიანთმცოდნეობასა და სოციალურ თერაპიაში
თბილისი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595 343448
კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ აცხადებს სტუდენტების მიღებას ბაზისურ კურსზე ანტროპოსოფიულად ორიენტირებულ ადამიანთმცოდნეობასა და სოციალურ თერაპიაში

კურსი პასუხს გასცემს კითხვებს:
  • ვინ არის ადამიანი?
  • რა არის მისი ცხოვრების მიზანი?
  • როგორ ვითარდება იგი?
  • როგორ აღვზარდოთ საკუთარი შვილები?
  • რას ნიშნავს ჯანსაღი ურთიერთობები თანამედროვე ეპოქაში?
  • რას ნიშნავს შეფერხება განვითარებაში?
  • როგორ ჩავრთოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

სოციალური თერაპიის მიზანია
  • შესაძლებელი გახადოს განვითარების შეფერხების მქონე სრულწლოვან ადამიანთა ინდივიდუ-
  • ალური სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარება, ადამიანის ღირსების შესაფერისი
  • ცხოვრება, სოციალური ინტეგრაცია, საზოგადოების მიერ ერთობლივ ცხოვრებაში მათი წვლილის
  • აღქმა. კურსის მიზანია: სოციალ-თერაპევტებისა და პედაგოგების მომზადება-გადამზადება, რათა მათ შეძლონ ურთიერთობა და მუშაობა განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან როგორც ყოფით, ისე შრომით პირობებში; მშობლებისა და მო-
მავალი მშობლებისათვის პედაგოგიური ცოდნის მიწოდება.

კურსის ხანგრძლივობაა ორი წელი.
სწავლება მოიცავს თეორიულ, მხატვრულ და პრაქტიკულ კურსებს.

კურსის განმავლობაში დამუშავებული იქნება შემდეგი თემები:
  • ადამიანი, როგორც ფიზიკურ-მშვინვიერ-სულიერი არსება
  • ადამიანი, როგორც განვითარებადი არსება. დაბადება და გარდაცვალება
  • ადამიანის განვითარების შვიდწლიანი ფაზები. კრიზისული ასაკები
  • ცნობიერების ფორმები
  • ხატოვანი და ცნებითი ცნობიერება
  • ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების განვითარება
  • ტემპერამენტი და მისი როლი ბავშვის აღზრდაში
  • შეფერხება განვითარებაში და მისი ფორმები
  • საზოგადოება, როგორც სამწევრა ორგანიზმი
  • ორგანიზაციის ელემენტები და მისი განვითარების ფაზები
  • სოციალური კონფლიქტები და სოციალური სენსიტიურობის გამომუშავება
  • განვითარების შეფერხების მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა
  • სამკურნალო პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის ისტორია

მხატვრული საქმიანობები მოიცავს:
  • ხატვას
  • ძერწვას
  • ევრითმიას
  • დრამას
  • თექისა და რბილი თოჯინების დამზადებას

სწავლა მიმდინარეობს სამუშაოდან მოუწყვეტლად.
კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს მიეცემათ კავშირის სერთიფიკატი.
საუკეთესო სტუდენტს კურსის დამთავრების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა გერმანიის სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებაში.

სწავლების დასაწყისი – 2024 წლის სექტემბერი.

მსურველებთან გასაუბრება შედგება 5 ივნისს, 18:00 საათზე
კურსში მონაწილეობის მიღების
მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე:
+995 595 343448 მარინა ბულია
+995 555 801100 ლია ასანიშვილი

მისამართი: თბილისი, ძმები უბილავების ქ. 8
facebook: APNSC Dayhome
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები
ნახვები 64
უნიკალური ნახვები 62