02 მაი - 01 ივნ
გამყიდველ-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 850 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება, აგრეთვე მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ სიახლეების გაცნობა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგების და ასორტიმენტის კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით (ვადების შემოწმება, გაყიდული პროდუქციის შემდგომ თაროების შევსება/მოწესრიგება);
  • მაღაზიაში წესრიგის, სისუფთავის და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ელემენტარულ დონე);
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
  • ვეტერინარული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია).

აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • კონკურსის ფორმა: გასაუბრება
  • ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი
  • სტაჟირება მოიცავს 1 თვეს - ანაზღაურება: 800 ლარი;
  • სამუშაო საათები: 10:00-20:00
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე nini.bebia@zoocity.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გაყიდვები
მოლარე
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 55