29 აპრ - 26 მაი
სტარტი
ღია კონკურსი - აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი, საბურთალო, კ. ქუთათელაძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • დოქტორი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 32 2422242
მისამართი:

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2024 წლის 26 აპრილიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობაზე:

  • ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);


სამართლის ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობებზე:

  • ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლისა და სამართლის თეორიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
  • ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის (საკორპორაციო სამართლის) მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
  • ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის (შრომისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის) მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);


თეოლოგიის ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობაზე:

  • ასოცირებული პროფესორი ქრისტიანული ევროპული ლიტერატურის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
  • ასისტენტ-პროფესორი პატერიკული თეოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით).

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების


კრიტერიუმებად განისაზღვროს:

ძირითადი კრიტერიუმი:

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს.


დამატებითი კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • საერთაშორისო გამოქვეყნებები;
  • გასაუბრება;
  • საჩვენებელი ლექცია/სასწავლო კურსის პრეზენტაცია;


კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
  • ავტობიოგრაფია (CV) შევსებული ამ ბრძანების დანართი #1-ის შესაბამისად;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.


შენიშვნა: აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას, ვალდებულია ჩააბაროს უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის მიერ ორგანიზებული ენობრივი კომპეტენციის გამოცდა.


ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“

შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:


ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით;

ასისტენტ-პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით


დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.


კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: +995 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .


საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 27 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge . დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: +995 577347700. საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით.


კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 04 ივნისამდე. კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.

მეცნიერება/განათლება
პროფესორი
ნახვები 237
უნიკალური ნახვები 232