25 აპრ - 21 მაი
უძრავი ქონების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
m² უკვე 16 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • m²-ის არსებული მობინადრეების და სხვა პირების გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება, ბაზების შევსება და ინფორმაციის მონიტორინგი;
  • მომხმარებლისთვის უძრავი ქონების შესახებ კონსულტაციის/რეკომენდაციის გაწევა, ბაზარზე არსებულ გასაყიდ/გასაქირავებელ უძრავ ქონებასთან თანხვედრაში მოყვანის მიზნით;
  • უძრავი ქონების შეძენით/ქირაობით დაინტერესებულ ლიდებთან კომუნიკაცია და მათი აღრიცხვა;
  • უძრავი ქონების შეძენით/ქირაობით დაინტერესებულ მომხმარებელთან შეხვედრის ორგანიზება და კონსულტაციის გაწევა უძრავი ქონების შერჩევის მიზნით;
  • უძრავი ქონების შეძენით/ქირაობით დაინტერესებულ მომხმარებელთან ურთიერთობა ტრანზაქციის განხორციელებამდე.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 მაისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაყიდვები
უძრავი ქონება
იურიდიული
უძრავი ქონება
ნახვები 117
უნიკალური ნახვები 114