24 აპრ - 21 მაი
სტარტი
შესყიდვების აუდიტორის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • ავერსი–ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ განხორციელებული შესყიდვების კონტროლი და რეკომენდაციების მომზადება;
  • შემსყიდველი ორგანიზაციების შესყიდვების სამსახურებთან კოორდინაცია, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მონიტორინგი.
  • სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა და მისი შესაბამისობის დადგენა მოთხოვნის დოკუმენტთან.შესყიდული საქონლის/მომსახურების სატენდერო და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის კონტროლის შერჩევითი მონიტორინგი.
  • ანგარიშების მომზადება (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, წლიური) და ა.შ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისურის ციდნა B2 დონე, სასურველია რუსული ენის ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.
ფოტოსურათი 3X4 1ც.
დიპლომის ასლი
პირადობის მოწმობის ასლი მისამართზე:
ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: +995322 506 506 (შიდა ნომერი 1575);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.05.2024 წ.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)
ნახვები 85
უნიკალური ნახვები 83