24 აპრ - 09 მაი
სტარტი
სამედიცინო წარმომადგენელი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღი : 24/04/2024-8/05/2024

„ავერსის კლინიკის’’ ლაბორატორიათა ქსელი აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას საგურამოს ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები :
  • ავერსის კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობასა და სხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმ–სპეციალისტებში;
  • მონაწილეობის მიღება ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში;
  • სამედიცინო ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და მოთხოვნის შესაბამისად ახალი სამედიცინო მომსახურების საჭიროების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება.

კვალიფიკაცია და უნარები :
  • უმაღლესი განათლება მედიცინის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი მისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8/05/2024

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი
ნახვები 65
უნიკალური ნახვები 62