24 აპრ - 24 მაი
ბუღალტერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი „ბილიონი“, რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.

„ბილიონი“-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.


კომპანია „ბილიონი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;

სამუშაო გრაფიკი: სრული (5 დღიანი სამუშაო კვირა)


ძირითადი მოთხოვნები:

  • ბუღალტრად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა (ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლი);
  • სხვადასხვა ორგანიზაციებიდან აუცილებელი, საბუღალტრო დოკუმენტებისა და ინფორმაციის სრულად და დროულად მიწოდება და კონტროლი;
  • კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანიზაციებთან და სხვ. ურთიერთობისა და შესაბამისი ქმედების განხორციელება და კონტროლი;
  • საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯერების მხარდაჭერით;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;


პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგბლობის მაღალი გრძნობა
  • ანალიტიკური უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2024წლის 23 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე hr@bilioni.ge გთხოვთ, სათაურის ველში (“subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერი“.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 90
უნიკალური ნახვები 87