24 აპრ - 24 მაი
ოპერატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი „ბილიონი“, რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.


„ბილიონი“-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.


კომპანია „ბილიონი“ აცხადებს კონკურსს ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათისა


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის შექმნა პროგრამაში(ახალი პროდუქტის დარეგისტრირება, პროდუქციის მახასიათებლების ატვირთვა, ჯგუფის მინიჭება, ფასის პროგრამული ასახვა და სხვა)
  • ფილიალების შესყიდვების პროგრამული შემოწმება/შესწორება (მენეჯერების მიერ პროდუქციის შესყიდვების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, შესწორება)
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა ( რეალური ნაშთების შედარება პროგრამულთან, პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა)
  • შიდა გადაზიდვის პროცესი მართვა


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Excel- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, აუცილებელია;
  • პროგრამულად ნაშთებთან და მარაგებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამა INFINATI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;


პიროვნული თვისებები:

  • მოლაპარაკებების წარმოებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • სწრაფი აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2024წლის 23 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზ hr@bilioni.ge გთხოვთ, სათაურის ველში (“subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ოპერატორი“.


შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი
ნახვები 58
უნიკალური ნახვები 58