24 აპრ - 24 მაი
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 32 215 15 09
მისამართი: ქ. ბათუმი ჭავწავაძის 93/34

სუპერმარკეტების ქსელი „ბილიონი“, რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.

„ბილიონი“-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.


კომპანია „ბილიონი“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
  • ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად;
  • ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო პროცესებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Excel- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, აუცილებელია;
  • პროგრამულად ნაშთებთან და მარაგებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამა INFINATI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2024წლის 23 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე hr@bilioni.ge გთხოვთ, სათაურის ველში (“subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინვენტარიზაციის სპეციალისტი“.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 38