24 აპრ - 24 მაი
სტარტი
ბიბლიოთეკარი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შერჩევას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი - 20 სთ,
ორშაბათი - პარასკევი; 17:00 - დან 21:00 მდე
(ყოველი მესამე შაბათი 09:00 - დან 18:00 მდე )
(შაბათს მუშაობის შემთხვევაში ორშაბათი-პარასკევის სამუშაო საათები დაკორექტირდება)

სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის სასწავლო მასალით უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა.
  • მკითხველის რეგისტრაცია ელექტრონულ და მატერიალურ ბაზებში.
  • მკითხველთა კონსულტირება ბაზაში მუშაობის წესებთან დაკავშირებით;
  • სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მომსახურება. წიგნების გაცემა-დაბრუნების მონიტორინგი;
  • შემოსული წიგნების დამუშავება/აღწერა შესაბამისი საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვით;
  • საბიბლიოთეკო ფონდის შევსების პროცესში მონაწილეობა,
  • საგანმანათლებლოს პროგრამის სილაბუსებში არსებული ძირითადი ლიტერატურის შემოწმება და დანაკლისების შევსება.
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო ელექტრონულ ბაზებზე წვდომის განხორციელება;
  • საბიბლიოთეკო რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით, კონსულტაციების გაწევა;
  • ბიბლიოთეკის ფონდების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • აკადემიური პერსონალისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ( განიხილებიან სტუდენტებიც);
  • საბიბლიოთეკო წესების ცოდნა;
  • სასურველია ბიბლიოთეკაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენა - (A2);
  • MS Office - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „ ბიბლიოთეკარი “, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 8 მაისი.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ადმინისტრაცია
ბიბლიოთეკარი
ნახვები 132
უნიკალური ნახვები 129
მსგავსი განცხადებები