24 აპრ - 24 მაი
სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

ევექსი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო აპარატებისა თუ დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
  • სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარება;
  • სამედიცინო აპარატურის/დანადგარების მომწოდებელთან პირდაპირი პროფესიული კომუნიკაცია;
  • საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი;
  • სამედიცინო აპარატურის/დანადგარების შესყიდვის მოთხოვნის მიწოდება შესყიდვის განყოფილებისთვის;
  • სამედიცინო აპარატურის/დანადგარების სერვისისთვის საჭირო დეტალების შესახებ მოთხოვნის გაკეთება შესყიდვის განყოფილებისთვის;
  • კომუნიკაცია ექიმებთან სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ სხვდასხვა სიახლესა თუ პრობლემაზე;
  • ახალი სამედიცინო აპარატების მიღება, დასაწყობება და აღწერა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
  • სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:
  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 მაისი, 2024 წელი.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:

„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი
ნახვები 43
უნიკალური ნახვები 40
მსგავსი განცხადებები