23 აპრ - 23 მაი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საფილო ჯგუფის წევრი, ოპტიკური სალონების ქსელი "თორელი", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ხანგრძლივი თანამშრომლობის და წინსვლის პერსპექტივით.

მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

მოვალეობები:
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის რაციონალურად შეთავაზება.
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა.
  • პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება.
  • ანგარიშსწორების წარმოება.

პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - დარიცხული 1125₾-დან
  • ბონუსი გაყიდვებიდან

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
პუნქტუალურობა

თუ ხართ დაინტერესებული ოპტიკის სამყაროთი, მისი ტენდენციებით და სიახლეებით და გსურთ ჩვენთან მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@toreli.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი.
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 48
უნიკალური ნახვები 47