22 აპრ - 22 მაი
სტანდარტი
ჭურჭლის მრეცხავი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595 43 60 09
Tourinvest Group აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე

Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ჭურჭლის გარეცხვა შესაბამისი ინსტრუქციით;
  • მაცივრების დასუფთავება შესაბამისი ინსტრუქციით;
  • სასაუზმე სივრცის დალაგება;
  • ნაგვის გატანა;
  • სამზარეულოში დადგენილი ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა:
  • მზარეულის დავალებების შესრულება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40/ქ. ბათუმი დუმბაძის ქ.№2
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • ვაკანსიის რაოდენობა: ერთი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: LINK : HR.GE განაცხადის ფორმა ან დაგვიკავშირდით +995 595436009
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ჰოსტესი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ჭურჭლის მრეცხავი
ნახვები 132
უნიკალური ნახვები 126