22 აპრ - 22 მაი
წარმოების ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2500
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ალდა ჯგუფი ეძებს თამაშრომელს „წარმოების ოპერატორი“-ს პოზიციაზე

სამუშაო პირობები:
სამუშაო დრო: ყოველდღე 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი, კვირა
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.ცაგარელის ქუჩა
ხელფასი: 2000-2500 ლარი ხელზე, დამოკიდებულია გამოცდილებაზე

მოთხოვნები:
  • მოცემული ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება
  • პროგრამა ფინას საფუძვლიანი ცოდნა
  • ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა
  • შეეძლოს ინვენტარიზაციის დაგეგმვა, წარმართვა და შედეგების ანალიზი.
  • ექსელის ცოდნა Advanced დონეზე
  • Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
  • ლოგიკური განსჯის უნარი და ანალიტიკური აზროვნება

სამუშაო აღწერილობა
  • შესყიდვების ასახვა პროგრამულად, მონიტორინგი და შემოწმება
  • შესყიდვების პროგრამული გატარება და rs ზე შედარება/დადასტურება
  • პროდუქციის პროგრამული წარმოება-რეალიზაციის განხორციელება
  • წარმოებული პროდუქციის კალკულაციებთან მუშაობა: ახალის შექმნა, არსებულის შემოწმება და დაზუსტება
  • ჩამოწერების კონტროლი და მისი პროგრამულად ასახვა
  • პროგრამა ფინაში სხვადასხვა სახის მხარდაჭერის გაწევა: ახალი პროდუქტის დამატება, ფასების ცვლილება, მომხმარებლების დამატება და ა.შ.
  • ინვენტარიზაციის დაგეგმვა, პროცესში ჩართულობა, შედეგების პროგრამული გატარება და შედეგების ინტერპრეტაცია
  • უარყოფითი ყოველდღიური ნაშთებისა და დანაკლისი-ზედმოტების მიზეზების ძიება/კვლევა და პრევენციული ზომების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
  • სასაქონლო ნაშთების პროგრამული ასახვა, გადახრების ანალიზი და გადახრების შემცირებაზე ზრუნვა
  • პროგრამულად პროდუქციის გადაზიდვების განხორციელება ლოკაციებზე
  • მენეჯმენტის მოთხოვნისამებრ საქმიანობასთან დაკავშიებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება

დაინტერესების შემთხვევაში გამომიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: SBGT.HRM@GMAIL.COM
სათაურის ველში მიუთითეთ „წარმოების ოპერატორი“
წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ნახვები 152
უნიკალური ნახვები 145