22 აპრ - 16 მაი
კომპლექსის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
m² უკვე 16 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს!

აცხადებს ვაკანსიას კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპლექსის ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
  • ამხანაგობის თავმჯდომარესთან კოორდინირებული მუშაობა;
  • კომპლექსის ფინანსური ნაწილის მართვა;
  • კომპლექსის დოკუმენტების მონიტორინგი და მართვა;
  • სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებთან შეხვედრების წარმართვა;
  • კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის მართვა და კონტროლი;
  • კომპლექსისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და მართვა;
  • მაცხოვრებლების წინასწარ ინფორმირება სხვადასხვა დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სამუშაოების შესახებ. საჭიროებისამებრ, პირადი კომუნიკაცია მაცხოვრებლებთან;
  • საცხოვრებელი კომპლექსისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის მასალებისა თუ სერვისის გამწევი კერძო პირების/კომპანიების მოძიების პროცესის ორგანიზება შესყიდვების განყოფილებასთან კოორდინირებით;
  • სამეზობლოს Facebook ჯგუფის მართვა;
  • მობინადრეების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
  • MS Office;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 15 მაისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სასტუმროს მენეჯერი
ნახვები 112
უნიკალური ნახვები 96