19 აპრ - 19 მაი
ადმინისტრატორი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჰოსტელი შავი პომიდორი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჰოსტელი შავი პომიდორი აერთიანებს როგორც პრივატულ, ასევე საერთო ნომრებს, საერთო სივრცეებს და ეზოს. ჰოსტელის პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი „შავი პომიდორი სამზარეულო“. ჰოსტელი მასპინძლობს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და სთავაზობს მეგობრულ და გულთბილ დახვედრას და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჰოსტელის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:
ვებ გვერდი: https://www.blacktomato.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/blacktomatohostel
Instagram გვერდი: https://www.instagram.com/blacktomatohostel/

მოვალეობები:
  • სტუმრების დახვედრა, check-in და check out პროცედურების წარმართვა.
  • ჯავშნების მიღება და ჯავშანთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაციის პროგრამაში ასახვა.
  • სტუმრებთან ურთიერთობა, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა და სხვადასხვა სერვისების (ტურების, ტრანსპორტის, რესტორნის და ა.შ.) დაჯავშნაში დახმარება.
  • გადახდების მიღება, სალაროს სწორად და გამართულად მართვა.
  • ყოველდღიურად, დალაგებული ოთახების შემოწმება.

მოთხოვნები:
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებლელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  • კეთილგანწყობილად და მეგობრულად კომუნიკაციის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-3 დღეს 24 საათიანი ცვლა - 12 საათიდან მეორე დღის 12 საათამდე.
ანაზღაურება: თითოეულ ცვლაში 50 ლ.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, იაკობ გოგებაშვილის ქ. 24.

დაინტერესების შემთვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: hello@blacktomato.ge, ან მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/blacktomatohostel
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 280
უნიკალური ნახვები 268