18 აპრ - 03 მაი
სტარტი
საოპერაციო დირექტორი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„საქართველოს კლინიკები“ აცხადებს საოპერაციო დირექტორის ვაკანსიას ზუგდიდში .
„საქართველოს კლინიკები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰოსპიტლის სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა სახის შესყიდვების მოთხოვნის ანალიზი;
  • ჰოსპიტალში არსებული მარაგების აღრიცხვისა და განაწილების კონტროლი;
  • პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარების მონიტორინგი;
  • ჰოსპიტლის საოპერაციო პროცესების ანალიზი, სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მხარდაჭერა და მონიტორინგი;
  • სამედიცინო აპარატურით ჰოსპიტლის მუდმივი უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
  • ჰოსპიტალში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მონიტორინგი;
  • საოპერაციო ხელშეკრულებების მართვა და მონიტორინგი;
  • სამშენებლო/ სარემონტო სამუშაოების პროცესისა და სამედიცინო პროექტების მართვა (დაგეგმვა, კოორდინირება, ზედამხედველობა, შესრულების ვადების კონტროლი), ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • კომუნალური გადასახადების კონტროლი ,ჰოსპიტლის ხარჯების ეფექტურად მართვა ;
  • ჰოსპიტალში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ფინანსების, ოპერაციების მართვის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • შესყიდვების, ლოჯისტიკის და/ან ტექნიკური საკითხების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აღნიშნული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია სამედიცინო დაწესებულებაში, ან ფინანსურ ინსტიტუციაში მუშაობის გამოცდილება;
  • შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პროცესების ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office - ის პროგრამების კარგად ცოდნა (Word; Excel);

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 02 მაისი , 2024
„ საქართველოს კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ საოპერაციო დირექტორი ზუგდიდში“.
„საქართველოს კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 91
უნიკალური ნახვები 85