18 აპრ - 06 მაი
შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.


"გამომცემლობა პალიტრა L" "პალიტრა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა და დღეს ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.


გამომცემლობა ორიენტირებულია ხარისხსა და სიახლეებზე. ჩვენ მკითხველს ჟანრობრივად მრავალფეროვან ლიტერატურას, საკითხავის უდიდეს პალიტრას ვთავაზობთ. კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად, აქტიურად გამოვცემთ თანამედროვე უცხოური პროზის თარგმანებს, საბავშვო ლიტერატურას, ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ქართველ მკითხველთან, მივცეთ საშუალება, თავად ჩაერთოს წიგნის შერჩევასა და საგამომცემლო პროცესში, იკითხოს მხოლოდ საუკეთესო.


ვაკანსიით დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x84f4005056bbd93611eed470de11260a

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 აპრილი.


გისურვებთ წარმატებას!

შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)
ნახვები 66
უნიკალური ნახვები 66