18 აპრ - 17 მაი
ინტერიერის დიზაინერი
თბილისი, საბურთალო, შავიშვილის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
მისამართი:
არქიტექტურული კომპანია „ბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით;
  • არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • არქიტექტურის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
  • აუცილებელია არქიტექტურული პროგრამების ცოდნა;
  • დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:
  • არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შედგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
  • არსებული პროექტების კორექტირება/ცვლილება;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება;
  • მუშა ნახაზების მომზადება;

პიროვნული უნარ-ჩევები:
  • კრეატიულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურობა, შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:
  • საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
  • კარიერულ განვითარებას და მრავალფეროვან პროექტებს;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00
  • მისამართი: ქ. თბილისი, მ. შავიშვილის ქ. #1ა
  • ანაზღაურება: 3000 - 4000 ლ + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: Info@bijiarch.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.instagram.com/bijiarchitecture/

გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი
ნახვები 191
უნიკალური ნახვები 183