17 აპრ - 17 მაი
სატვირთო გაყიდვების სუპერვაიზერი
თბილისი, აეროპორტის გზატ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას სატვირთო გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, 09:30-18:00 სთ მდე, ან სამშაბათი-შაბათი 12:00-20:00 სთ-მდე
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)

დასაქმებულს ვთავაზობთ:
  • სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას
  • საადვოკატო მომსახურების ბარათს;
  • სატრანსპორტო მომსახურებას;
  • Fitpass;
  • ბონუსს;
  • ავტოსამრეცხაოს მომსახურების შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის საშუალებას;
  • მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაკვეთების მიღება და დამუშავების უზრუნველყოფა;
  • უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება;
  • სატვირთო ტარიფის დამუშავება;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და კლიენტების ძიება,
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა,
  • ტვირთის დაზღვევასთან დაკავშირებული პროცედურების გატარება;
  • ხელმოწერილი ხელშეკრულებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • სამუშაოს შესრულება დადგენილ დროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია გადამზიდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
  • დეტალებზე ორიენტირების უნარები
  • დისციპლინირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
გაყიდვები
სუპერვაიზერი
ნახვები 45
უნიკალური ნახვები 45