17 აპრ - 11 მაი
საკრედიტო ექსპერტი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ქუთაისში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (გამოცდილების შესაბამისად)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / ულიმიტო სასაუბრო დრო / პროფესიული განვითარება
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის N 51;
სამუშაოს აღწერილობა:
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
  • მომხმარებლის მოთხოვნის სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • მომხმარებლებთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის და/ან ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
  • შემოსული საკრედიტო განაცხადების დამუშავება/ანალიზი;
  • სასესხო განაცხადის წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა;
  • პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა და ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება;
  • პერიოდული ანგარიშგების და რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მცირე ან მიკრო სესხებთან მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ეფექტური გაყიდვები;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკების წარმოება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები : www.helio-ai.com/apply/mmoic6cwm1sbt2wy?src=hr.ge
2024 წლის 10 მაისამდე.


,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
საკრედიტო მენეჯერი
ნახვები 48
უნიკალური ნახვები 45