17 აპრ - 11 მაი
ექსპერტ-შემფასებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე თბილისში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, ცვლების პრინციპით (კვირაში არა უმეტეს 40 საათისა)
ანაზღაურება: თვეში 1000 ლარიდან + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა

სამუშაო აღწერილობა:
  • ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • საბანკო გადარიცხვები;
  • საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზებაში აქტიური მონაწილეობა;
  • კლიენტის ხარისხიანი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები : www.helio-ai.com/apply/a2bh0u9baknc9l2b?src=hr.ge
2024 წლის 10 მაისამდე.

,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
ექსპერტ-შემფასებელი (ძვირფასი ლითონები)
ნახვები 30
უნიკალური ნახვები 29