17 აპრ - 11 მაი
იურისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მაგისტრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა /პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა’’.


სამუშაო აღწერილობა:
  • ქართულ და უცხოენოვან ხელშეკრულებებთან მუშაობა;
  • წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, საჩივრებისა/სარჩელებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
  • იურიდიულ სამსახურში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობა და მოვალეობების შესრულება სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია, მაგისტრის ხარისხი);
  • კერძო სექტორში იურისტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ინგლისური ენის ცოდნა - (C1-C2)

უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები - www.helio-ai.com/apply/euxtpl4edjjwbpzj?src=hr.ge
2024 წლის 10 მაისამდე:



ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებებს!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 371
უნიკალური ნახვები 354