17 აპრ - 11 მაი
ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა /ულიმიტო სასაუბრო დრო/ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა’’.

სამუშაო აღწერილობა:
  • შეხვედრებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა და შეხვედრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
  • კორესპონდენციის ელექტრონული აღრიცხვა;
  • საკურიერო მომსახურების ორგანიზება;
  • შესყიდვების სამსახურთან ერთად, კომპანიის სათავო ოფისისა და ფილიალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა და მარაგების კონტროლი;
  • ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების დაგეგმვა;
  • საქმიანი ვიზიტების/მივლინებების კოორდინირება;
  • სამუშაო გარემოს ჰიგიენისა და ტექნიკური ნაწილის კონტროლი (შესაბამის თანამშრომლებთან ერთად).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B1-B2
  • საოფისე პროგრამების (MS Excel) ცოდნა.

უნარები:
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები - www.helio-ai.com/apply/qgktxnj1s33je54x?src=hr.ge
დედლაინი: 2024 წლის 10 მაისამდე.
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 169
უნიკალური ნახვები 158