17 აპრ - 11 მაი
გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, სათავო ოფისში, თბილისში:
თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა".
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული, 1 250 ლარი (გროს თანხა / გადასახადების ჩათვლით)
ბონუსი: კვარტლური / შედეგებზე დამოკიდებული, ხელფასის 30-50% (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ)
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / პროფესიული განვითარება
სამუშაოს აღწერილობა:
  • მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სიახლეების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ;
  • მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • მომხმარებლების პროცედურული მხარდაჭერა;
  • შესაბამის სისტემაში მომხმარებელთა კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის შეყვანა/განახლება;
  • საფინანსო პროდუქტების რეალიზაციის გეგმების შესრულება (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ).

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო სფეროში);
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • საქმის ვადებში შესრულების უნარი.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები : www.helio-ai.com/apply/lv7gm0n4jx1w2nqb?src=hr.ge
2024 წლის 10 მაისამდე.


,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!


გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 43
უნიკალური ნახვები 42