17 აპრ - 17 მაი
პროდუქციის დამფასოებელი
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩა
  • სრული განაკვეთი
  • 1000 + ბონუსი
  • საშუალო განათლება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995551627551
მისამართი:

ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამრეწველო ზეთებს და საპოხ მასალებს. 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში.

https://uglubricants.com/about-us-en/ შპს „უჯ ლუბრიკანტს" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის დამფასოებლის პოზიციაზე.


მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი


სამუშაოს აღწერა:

  • დღის სამუშაო გეგმის შესახებ ინფორმაციის მიღება და სამუშაო პროცესისთვის მომზადება;
  • მზა პროდუქციის დაფასოება/ეტიკეტირება/დახარისხება;
  • პროდუქციის ვიზუალური იერსახის, შეფუთვის ხარისხისა და ეტიკეტირების სისწორის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილის დასუფთავება/მოწესრიგება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

  • რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • კონკურენტული ანაზღაურება.
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე info@uglubricants.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქციის დამფასოებელი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995551627551

„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერატორი
ნახვები 172
უნიკალური ნახვები 166