17 აპრ - 17 მაი
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მენეჯერი
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩა
  • სრული განაკვეთი
  • 1000 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 551 627 551
მისამართი:

ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამრეწველო (ძრავების, ინდუსტრიული, ჰიდრავლიკური და სხვა) ზეთებს და საპოხ საშუალებებს. 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე,


შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მენეჯერი.

https://uglubricants.com/about-us-en/

მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

გამოცდილი კადრის შემთხვევაში განიხილება დისტანციური მუშაობაც


ანაზღაურება: გამოსაცდელი ერთი თვის განმავლობაში 1000 ლარიდან.

გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ შეთანხმებით.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება, მათთან ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, ინვოისების გაფორმება;
  • მიწოდების ორგანიზება, გადამზიდავებთან და ექსპედიტორებთან მუშაობა;
  • მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გადამოწმება და კომპანიის სხვა განყოფილებებში გადაცემა;
  • განბაჟებისთვის პაკეტდოკუმენტების მომზადება; მუშაობა საბაჟო ბროკერთან/წარმომადგენელთან;
  • პროდუქციის პოპულარიზაციაში მონაწილეობა, ორგანიზება და მონაწილეობა საგამოფენო აქტივობებში.
  • დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი;


საჭირო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა ბიზნეს დონეზე;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;


ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე info@uglubricants.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მენეჯერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551627551


„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ბუღალტერია/ფინანსები
ეკონომისტი
ნახვები 111
უნიკალური ნახვები 105