17 აპრ - 17 მაი
სტანდარტი
სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერი
თბილისი
სამედიცინო დაწესებულება
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერის (ფარმაცევტი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში სახარჯი მასალების, რეაგენტებისა და მედიკამენტების მიღება, შემოწმება და მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღნიშნული დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების განყოფილებასთან ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით;
  • მოთხოვნილი სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დროულად გაგზავნა დაწესებულებებში;
  • ყოველთვიურად გეგმიური ინვენტარიზაციის განხორციელება;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტის განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: medicalcompanyjobs@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერი“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 139
უნიკალური ნახვები 133