17 აპრ - 17 მაი
მარკეტის დიზაინერი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ქართული,რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტის დიზაინერის პოზიციაზე საბურთალოს ფილიალში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • პროფესიულ და კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობა;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • FitPass ბარათს;
  • უფასო კვებას;

ფუნქცია მოვალეობები:
  • პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა და გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • მომხმარებლებისთვის 3D დიზაინის პროგრამული აწყობა, კვადრატულობის დაანგარიშება, ფერების შეხამება და სრული დამუშავება;
  • მომხმარებელის მომსახურება კომპანიაში არსებული მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით;
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, კატალოგში პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა/შეთავაზება;
  • ჰიპერმარკეტში მოქმედი შესაბამისი პროცესების, სერვისების და აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • მომხმარებლის სურვილების, რეკომენდაციების ჩანიშვნა და ვაიზერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/აქციების განხორციელება;
  • საჭიროებისამებრ სხვა რელევანტური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • კუმუნიკაბელურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პუნქტუალობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge ( სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
ინტერიერის დიზაინერი
ნახვები 71
უნიკალური ნახვები 66